24 და 25 მაისს დიდი დიღმის გუდვილში ქართული წარმოების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება სახელწოდებით ,,მოითხოვე ქართული
გუდვილთან
ერთად!’’
კომპანია
,,გუდვილსა’’ და ,,მოითხოვე ქართულს’’ შორის 8 წლიანი თანამშრომლობის ისტორია გრძელდება
და
წელს
ღონისძიება
განსაკუთრებულად
მრავალფეროვანი
იქნება.
ღონისძიების ფარგლებში ქართველი მეწარმეეები მომხმარებლებს ადგილზე ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას შესთავაზებენ. ბიო წვენები, ჩაი, ყავა, ჩირები, ჩურჩხელები, ჯემები, ყველი, სანელებლები, არაქისი და სხვა თხილეული, ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები: ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რაც 24 და 25 მაისს ,,გუდვილის’’ მომხმარებელს ჰიპერმარკეტში დახვდება.
წელს პროექტის ფარგლებში, 24 მაისს, გუდვილის ყველა
ფილიალში ქართული წარმოების პროდუქტზე -20%
ფასდაკლებაც იმოქმედებს. ამით გუდვილი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს ქართულ წარმოებას და აღნიშნავს დამოუკიდებლობის
100 წლის იუბილეს.
Copyright © goodwill.ge All Rights Reserved | Created By Integral