მოითხოვე ქართული გუდვილთან ერთად

22

მაი

მოითხოვე ქართული გუდვილთან ერთად

24 და 25 მაისს დიდი დიღმის გუდვილში ქართული წარმოების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება სახელწოდებით ,,მოითხოვე ქართული გუდვილთან ერთად!’’ კომპანია ,,გუდვილსა’’ და ,,მოითხოვე ქართულს’’ შორის 8 წლიანი თანამშრომლობის ისტორია გრძელდება და წელს ღონისძიება განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იქნება.

ღონისძიების ფარგლებში ქართველი მეწარმეეები მომხმარებლებს ადგილზე ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას შესთავაზებენ. ბიო წვენები, ჩაი, ყავა, ჩირები, ჩურჩხელები, ჯემები, ყველი, სანელებლები, არაქისი და სხვა თხილეული, ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები: ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რაც 24 და 25 მაისს ,,გუდვილის’’ მომხმარებელს ჰიპერმარკეტში დახვდება.

წელს პროექტის ფარგლებში, 24 მაისს, გუდვილის ყველა ფილიალში ქართული წარმოების პროდუქტზე -20% ფასდაკლებაც იმოქმედებს. ამით გუდვილი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს  ქართულ წარმოებას და აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.