გუდვილი ქართულ საცალო ვაჭრობის სფეროში წარმოადგენს უდიდეს კომპანიას. იგი არამხოლოდ სავაჭრო, არამედ მწარმოებელი კომპანიაც არის.
ჰიპერმარკეტ გუდვილის 24 000კვ/მ-ზე წარმოდგენილია 50 000 დასახელების საკვები და არასაკვები პროდუქტი: ქართული, გერმანული, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, ბულგარული და უკრაინული.
კომპანიას აქვს საკუთარი წარმოება, ქეითერინგი, განსაკუთრებული დღესასწაულების ორგანიზების სერვისი.
კომპანია გუდვილში ფუნქციონირებს “TOP 1000”, რაც ნიშნავს 1000 პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასში ქართულ ბაზარზე.
ასევე ლოიალური მომხმარებლისთვის შექმნილია ბონუს ბარათი, ქულების დაგროვების და ფასდაკლების სისტემა. მისი აღება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც განახორციელებთ ერთჯერად 70 ლარიან შესყიდვას.
ჰიპერმარკეტი გუდვილი მუშაობს ყოველდღე 10:00სთ-დან 22:00სთ-მდე.
|