მისია
კომპანიის მისიაა იყოს ლიდერი საცალო ვაჭრობისა და წარმოების ბაზარზე. წარმართოს საქმიანობა მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.
კორპორაციული პრინციპები და ფასეულობები:
კომპანიის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს 5 ასპექტად განვიხილავთ. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანესია თავისი არსით, რადგან კომპანიის წარმატების ფაბულას წარმოადგენენ და სამართლიან, კეთილსინდისიერ გარემოს ქმნიან:
- მომხმარებელი
- თანამშრომელი
- ხარისხის უსაფრთხოება და გარემო
- სახელმწიფო და საზოგადოება
- ეკონომიკური სიძლიერე
მომხმარებელი
- ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლის არჩევანის თავისუფლებას, ამიტომ, ვთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს და ფასთა სხვადასხვა კატეგორიას
- ჩვენი ბიზნეს აქტივები ცენტრალიზებულია მომხმარებელზე, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების გზებზე
- ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლის ნდობას, ამიტომ მუდამ ინოვაციების ადაპტირების, პრემიუმ ხარისხის სტაბილურობის და მომსახურების მაღალი დონის შეთავაზებით გამოვირჩევით
თანამშრომლები
- ჩვენი სიძლიერე მაღალკვალიფიცურ და მოტივირებულ პერსონალშია, ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე
- ჩვენ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას ვთავაზობთ: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია
- ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა
ხარისხის უსაფრთხოება და გარემო
- ჩვენი ამოცანაა ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სისტემების შედეგიანობის მუდმივი გაუმჯობესება
- სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა წარმოებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე მკაცრად აკონტროლებს სურსათის ხარისხსსა და უვნებლობას
- ჩვენ მხარს ვუჭერთ გარემოს დაცვით კამპანიებს და ვახორციელებთ არა ერთ პროექტს, რომელიც გარემოს დაბინძურებასა და მავნე ნივთიერებების ნარჩენებს შეამცირებს
სახელმწიფო და საზოგადოება
- ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვზრუნავთ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ზრდაზე
- გამჭირვალობა და სანდოობა კომპანიის კორპორაციული კულტურის მთავარი კომპონენტებია
- ჩვენ გათვიცნობიერებული გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ვმოქმედებთ პრინციპების შესაბამისად
- ჩვენ პერმანენტულად ვმონაწილეობთ საქველმოქმედო აქციებში, ვაფინანსებთ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. ვეხმარებით საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში
ეკონომიკური სიძლიერე
-
ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას და მხარს ვუჭერთ პროგრესული, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას წარმოებისა და მომსახურების სფეროში
-
ჩვენი მომსახურების მაღალი დონე თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი ტექნოლოგიებით და პროგრამული უზრუნველყოფით არის გარანტირებული
-
ჩვენ მზარდი, სტაბილური და მომგებიანი განვითარების მაჩვენებელი გვაქვს
|