„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა და დისციპლინა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
Copyright © goodwill.ge All Rights Reserved | Created By Integral