„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ქსელში შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
მარკეტინგული აქციების შემუშავება და განხორციელება;
სავაჭრო დარბაზში სარეკლამო მასალების განთავსების უზრუნველყოფა/მომარაგება;
სავაჭრო დარბაზში პროდუქტების/ბრენდების გამოყოფა/წარმოჩენა გაყიდვების გაზრდის მიზნით;
დამატებითი განთავსებების გაფორმება და მონიტორინგი;
გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი;
სხვა მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
კანდიდატებისათვის, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს, წერითი დავალების მიცემა;
პირველადი გასაუბრება არმ სამსახურსა და მარკეტინგის ხელმძღვანელთან;
საბოლოო გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „სავაჭრო მარკეტინგის სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ვადა 30 სექტემბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას
Copyright © goodwill.ge All Rights Reserved | Created By Integral