“გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივ მომწოდებლებთან;
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ახალი მომწოდებლების მოზიდვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში თანამონაწილეობა კატეგორიის მენეჯერებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
საფასო პოლიტიკის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; კონკურენტების ფასების კონტროლში მონაწილეობა;
სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
საქონლის კატეგორიების მატრიცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
უცხო ენების ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება);
ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft excel-ის კარგად ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ვადა 2 ოქტომბერი 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას
Copyright © goodwill.ge All Rights Reserved | Created By Integral